24.11.2024 | 22:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ ბელარუსის 43 მოქალაქეს სანქციებს უწესებს [ვიდეო]

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო.

”ჩვენ მამაცი ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები განაგრძობს საერთაშორისო მცდელობებს, ხელი შეუწყოს ბელარუსში საარჩევნო დარღვევების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების დამოუკიდებელ გამოძიებას,” - აღნიშნა ბლინკენმა.

დაწესებული სანქციის გამო, აღნიშნულ 43 პირს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

დღის გადაცემები