საფრანგეთის ელჩის ვაშინგტონში დაბრუნება და ორი ქვეყნის ლიდერების პირადი შეხვედრა - ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა ნახევრსაათიანი სატელეფონი საუბრისას ამ საკითხებზე იმსჯელეს, მოლაპარაკებების ორმხრივმა სურვილმა კი ტრანსატლანტიკური პარტნიორების ურთიერთობებში ცოტა ხნის წინ გაჩენილი დაძაბულობა შეარბილა. ბაიდენმა მაკრონთან სატელეფონი საუბარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც საფრანგეთმა შეერთებული შტატები ღალატში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული ალიანსის შექმნა გამოაცხადეს. პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს. ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთი გაანაწყენა, რადგან ავსტრალიამ მასთან 2016 წელს გაფორმებული მილიარდობით ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა, რომელიც საფრანგეთის მხრიდან წყალქვეშა ნავების მიწოდებას ითვალისწინებდა. კონტრაქტის გაუქმებამ დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია, პარიზმა ვაშინგტონიდან და კანბერადან ელჩები გაიწვია.
დღის სიახლეები
აშშ და საფრანგეთი რიგდებიან [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები