საფრანგეთი და შეერთებული შტატები თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში შეხვედრისას განაცხადეს. თეთრი სახლის წარმომადგენლის ვიზიტის მიზანი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის დასრულებაა, რაც აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის შექმნამ განაპირობა. შეგახსენებთ, ავსტრალია დათანხმდა ვაშინგტონთან თანამშრომლობას ბირთვული წყალქვეშა ფლოტის მშენებლობაში და პარიზთან 55 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე კონტრაქტი გააუქმა. საფრანგეთის მთავრობამ პარტნიორების მსგავი ქმედება „ზურგში დარტყმად“ მიიჩნია. თუმცა რომში, „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ემანუელ მაკრონისა და ჯო ბაიდენის შეხვედრამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეარბილა. ბაიდენმა აშშ-ს ნაბიჯს "უხერხული" უწოდა და ინციდენტი პარტნიორებს შორის გაუგებრობით ახსნა.
დღის სიახლეები
აშშ და საფრანგეთი შეთანხმების ახალ ეტაპს იწყებენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები