24.11.2024 | 20:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, "კოვიდ-19"-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა

"კოვიდ-19"-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, დეპარტამენტის შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება. ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაზვერვის საიდუმლო ანგარიში თეთრ სახლსა და კონგრესს გადასცა, რომელიც "კოვიდ-19"-ის შედეგად გამოწვეული პანდემიის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით ახალ დასკვნებს შეიცავს. ანგარიშის თანახმად, ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან ავარიული ინციდენტის შედეგად გაჟონა.

დღის გადაცემები