დღის სიახლეები
აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი თანამდებობას ტოვებს [ვიდეო]
აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს. მანამდე გადადგომისკენ მას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოუწოდა. სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება. ხელმძღვანელობის ცვლილების აუცილებლობის შესახებ კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის კავშირის თავმჯდომარემ გას პაპათანასიუმაც ისაუბრა. აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გამო თანამდებობა დატოვა განათლების მდივანმა, ბეტსი დევოსმაც. ის კაბინეტის მეორე წევრი გახდა, რომელმაც გადადგომის შესახებ განაცხადა და დონალდ ტრამპი ძალადობის გაღვივებაში დაადანაშაულა. მანამდე თანამდებობა ტრანსპორტის მინისტრმა, ელაინ ჩაომ დატოვა.
მსგავსი
დღის გადაცემები