24.11.2024 | 22:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად მიყენებული ზარალი 30 მილიონი დოლარს აღემატება [ვიდეო]

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შენობის რემონტზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ეს ციფრი კაპიტოლიუმის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ბრეტ ბლენტონმა სენატში გამართულ მოსმენაზე დაასახელა. ბლენტონის თქმით, ეს თანხა აერთიანებს ხარჯს, რომელიც გაწეულია 6 იანვრის შტურმის შემდეგ შენობის დასუფთავებისთვის, კედლებზე გაკეთებული წარწერების ჩამოსარეცხად და უსაფრთხოების დასაცავად. მისივე განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობა ძირითადად წიწაკის სპრეისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდა, დაზიანდა ასევე  ზოგიერთი ფრესკა და ქანდაკება, ჩაიმსხვრა მინები. შტურმის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად უკვე გამოიყო 30 მილიონი დოლარი, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ იქნება. ბლენტონი აცხადებს, რომ ასევე აუცილებელია კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირების აღმართვა, რათა მომავალში შენობაში შეჭრა გამოირიცხოს. 

დღის გადაცემები