აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ითვალისწინებს.
აღნიშნული კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფს ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.
კანონი აშშ-ის ფედერალურ მთავრობასა და შტატებს საშუალებას მისცემს აღიაროს ერთნაირსქესიანთა და რასებსშორისი ქორწინება, რომლებიც იმ შტატებში გაფორმდა, სადაც ეს ლეგალურია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, კანონმდებლობა მემარჯვენე ექსტრემისტებს საშუალებას არ მისცემს, შეყვარებული წყვილების ცხოვრება შელახონ.
აშშ-ის მოსახლოების აღწერის ბიუროს ცნობით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში 568 000-მდე ქორწინებაში მყოფი ერთნაირსქესიანი წყვილი ცხოვრობს.