24.11.2024 | 22:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტი ახალ ანტირუსულ სანქციებს აწესებს [ვიდეო]

რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ შეერთებული შტატები ახალ ანტირუსულ სანქციებს აწესებს. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვმა  ამ რესპუბლიკების დაკავშირებით გადადგა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია. აშშ-ს პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის სუვერენულ ვალსა და რუსეთის ელიტის წევრებზე. „ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ისინი არ ტოვებენ ბელარუსის ტერიტორიას, ბრძანება გასცა - ევროპაში განლაგებული ამერიკის ძალების დამატებითი ნაწილები და სამხედრო აღჭურვილობა  ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამაგრდეს, რათა  ბალტიელი მოკავშირეები გააძლიერონ.  ამასთან ბაიდენი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები  არ აპირებს რუსეთთან ომს, თუმცა აქვს მკაფიო გზავნილი - შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაიცავენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს და შეასრულებენ ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამერიკელმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან დიპლომატიური თანამშრომლობისთვის უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებისა და ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე.

დღის გადაცემები