24.11.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.­

კერძოდ, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა 2023 წლისთვის ეროვნული თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებების შესახებ კანონს (NDAA), რომელიც თავდაცვაზე 858 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს ითვალისწინებს.

აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტში სხვა ყველაფერთან ერთად, გათვალისწინებულია უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა, რაც 500 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წლის დასაწყისში ითხოვდა.

დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატის 350-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 80 წავიდა.

ხმების რაოდენობა ორ მესამედზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, რომელიც საჭირო იყო დოკუმენტის მისაღებად და კონგრესის ზედა პალატაში - სენატში - გადასაგზავნად.

NDAA-ს კომპრომისული ვარიანტი სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგი გახდა.

დღის გადაცემები