24.11.2024 | 20:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კონგრესს მოუწოდა ჯო ბაიდენის სახლსა და ყოფილ ოფისში აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტების გამო გამოძიება დაიწყოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, "რესპუბლიკელმა" კევინ მაკარტიმ კონგრესს მოუწოდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, მას შემდეგ რაც ბაიდენის სახლში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მაკკარტიმ თეთრი სახლის ლიდერი ფარისევლობაში დაადანაშაულა.

"ბაიდენს, როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ეს დოკუმენტები სხვადასხვა ლოკაციაზე, ხელმისაწვდომ ადგილებში ჰქონდა. ის აკრიტიკებდა პრეზიდენტ ტრამპს. გამოიყენა თუ არა მან იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტ ტრამპზე შეტევისთვის?" - აცხადებს მაკარტი.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. ჯო ბაიდენს აღნიშნულ ცენტრში ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა. 11 იანვარს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

დოკუმენტები 2009-2017 წლების პერიოდს ეხება, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. აღმოჩენილ საბუთებს შორის ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტებია.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, დოკუმენტები განთავსებული იყო ბაიდენის სახლის ავტოფარეხის სათავსოსა და მიმდებარე ოთახში.

დღის გადაცემები