24.11.2024 | 22:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად  დაფინანსებას 11 მილიარდ დოლარამდე გაზრდის [ვიდეო]

„ამერიკის შეერთებული შტატები გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად წინა ხაზზე იქნება“ - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში პირველად, გაეროს 76 ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი ცივი ომისთვის ან მსოფლიოს ბლოკებად დაყოფისთვის არ იღწვის. ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესთან ერთად 2024 წლისთვის კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად  დაფინანსებას 11 მილიარდ დოლარამდე გააორმაგებს. მანამდე, ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უთანასწორო გავრცელება და კლიმატურ კრიზისზე რეაგირება მკვეთრად გააკრიტიკა. ანტონიო გუტერეშმა კლიმატური კრიზისის მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი ანგარიშის მიხედვით ტემპერატურის მატება უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

დღის გადაცემები