ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
პენტაგონის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში, ასობით ჯავშანმანქანა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და სხვა იარაღი გადაეცემა.
პენტაგონის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ისთვის, 8 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger-ს, 59 ერთეულ Bradle-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით და 295 000 ერთეული 25 მმ-იანი საბრძოლო მასალით, 90 ერთეულ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს, 53 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს, MRAP-ს, მაღალსიჩქარიან ანტირადიაციულ HARM-ის რაკეტებს, 105 მმ-იანი კალიბრის 95 000 საარტილერიო ჭურვს, 155 მმ-იანი კალიბრის 20 000 საარტილერიო ჭურვს, ასევე მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს, 11 800 ერთეულ 120 მმ-იან ნაღმტყორცნს, იარაღის ბუქსირების 22 ტაქტიკურ მანქანას, 2 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, 3 მილიონზე მეტ ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას.