შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური რუსეთის მიერ სავარაუდო ყალბი ვიდეოს მომზადების შესახება აცხადებს, რომელიც შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს. თუმცა აღნიშნული ინფრომაციის წყაროს გამხელაზე ან მტკიცებულების წარდგენაზე დეპარტამენტი უარს აცხადებს. ვაშინგტონის ინფრომაციით, მოსკოვი აპირებს დადგას სცენარი და გადაიღოს უკრაინელი სამხედროების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან სამოქალაქო პირებზე, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.
აშშ-ში რუსეთის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი „სცენარი“ უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციის სავარაუდო მომზადების შესახებ, გასაკვირი არ არის. ხოლო ასეთი „ყალბი საბაბის“ შექმნა დამახასიათებელია შეერთებული შტატებისთვის.
კრემლში ასევე უარყოფენ ყოველგვარ მილიტარისტულ გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი თავად ცდილობს ვითარების გამწვავებას და დამატებით კონტიგენტს აღმოსავლეთ ევროპაში აგზავნის. უკრაინის ირგვლივ კრიზისის გამწვავებას თან ახლავს უპრეცედენტო დიპლომატიური აქტივობა, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ლიდერების შემდეგ კიევში თურქეთის პრეზიდენტი ჩადის. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი უკრაინის პრეზიდენტს, 14 თებერვალს კიევში შეხვდება.