ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გატაცებისა და მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.
ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციები დააანონსა. ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა 76 პირს აეკრძალება.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა.
„ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლა შოკისმომგვრელი იყო ყველასთვის. დღეიდან, ჩვენ გვქნება ახალი გლობალური პოლიტიკა, მისი სახელით ჩვენ შეზღუდვას დავუწესებთ ყველას, ვინც ჩართულია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმაში“- ნათქვამია აშშ-ს დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.