დღის სიახლეები
აშშ-ს პრეზიდენტი ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
ომის პარალელურად ოფიციალური განცხადებები არ წყდება კიევში, მოსკოვსა და დასავლეთში. ამერიკის შეერთდებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერას მოუწოდებს, თუმცა ნატო და დასავლეთის ქვეყნები საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას არ ეხმარებიან იმ სამხედრო ტექნიკით, რომელიც მათ რეალურად სჭირდებათ. ფინანსური სანქციების მიუხედავად უკმაყოფილოა ოფიციალური კიევი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ რუსეთის დაფინანსება, რათა მოსკოვმა ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ცხელ წერტილში პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პირველი პირების ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.
მსგავსი
დღის გადაცემები