დღის სიახლეები
აშშ-ს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს [ვიდეო]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში დარჩენილ აშშ-ის ყველა მოქალაქეს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების მკვეთრი დაჩქარების გამო, ვაშინგტონს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ საელჩო გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის მთავრობასთან და კოორდინაციას გაუწევს დიპლომატიურ ჩართულობას უკრაინაში.
მსგავსი
დღის გადაცემები