აშშ საზღვრებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახნის, თუმცა ისინი ორივე დოზით უნდა იყვნენ აცრილები - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ჩამოსული მგზავრებისთვის მთავარი მოთხოვნა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა იქნება. აშშ-ს ხელისუფლებამ საზღვარზე მკაცრი კონტროლი პანდემიის დაწყებისთანავე შემოიღო და არც მასობრივი აცრების დაწყების შემდეგ გაუუქმებია. ევროკავშირის ქვეყნები აშშ -ს გადაწყვეტილებას მიესალმებიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ბიზნეს, რომელსაც გლობალურმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. თუმცა მანამდე მხარეებს ბევრი ტექნიკური დეტალის მოგვარება მოუწევთ.
დღის სიახლეები
აშშ საზღვრებს აცრილი ტურისტებისთვის გახსნის [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები