დღის სიახლეები
აშშ სამხედრო ძალას უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს [ვიდეო]
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ სამხედრო ძალას უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს. ბაიდენი აღნიშნავს, რომ პენტაგონის ცენტრალური და განუყოფელი მისია ქვეყნის მტრების მხრიდან აგრესიის შეკავებაა, ძალის გამოყენება კი უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. თეთრი სახლის ახალი ლიდერის თქმით, ის, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, არასდროს იყოყმანებს ძალის გამოყენების საკითხში, რათა ამერიკელი ხალხისა და ამერიკის მოკავშირეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დაიცვას, როდესაც ეს საჭირო გახდება. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ იმუშავებს თავდაცვის მდივანთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რათა ბოლო მოეღოს იმ ომებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მსგავსი
დღის გადაცემები