დღის სიახლეები
აშშ- საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამიტი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება [ვიდეო]
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი ფაქტობრივად დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვას უკრაინის კრიზისის განსახილველად. თეთრი სახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამიტი იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. გადაწყვეტილების მიღებამდე, ემანუელ მაკრონი რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა. შესაძლო სამიტის დეტალები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის დროს განიხილება.
მსგავსი
დღის გადაცემები