24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან.

"უკრაინის დასახმარებლად კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მივმართე. მაშინ, როცა უკრაინის დამცველები რუსულ ძალებს უკან ახევინებენ, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი "ტვიტერზე".

პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი შეიცავს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და ოთხ ერთეულ Avenger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

"დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი 400 მილიონ დოლარამდე დახმარების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას სამშობლოს დაცვაში. საერთაშორისო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის თავდაცვის ურყევ მხარდაჭერაში", - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის ინფორმაციით, აშშ სამხრეთ კორეელი მწარმოებლისგან უკრაინისთვის 100 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.

"ეს გაზრდილი საჰაერო თავდაცვა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს ფრთოსანო რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის", - განაცხადა სალივანმა.

დღის გადაცემები