"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გასაწევად ემზადება", - ამის შესახებ RBC აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მონიტორინგს.
"გასულ პარასკევს ჩვენ გამოვაცხადეთ კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დამატებითი განცხადებები", - თქვა მან.
მისი თქმით, ვაშინგტონს სურს დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა, მიაღწიოს უპირატესობას როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაში, შესუსტდეს.
"ამიტომ, ჩვენი ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის უკრაინასა და უკრაინელ ხალხს", - ხაზგასმით აღნიშნა სალივანმა.