დღის სიახლეები
აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, ის შეიძლება მოიცავდეს დამატებით HIMARS-ებს
შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ის შეიძლება მოიცავდეს დამატებით HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, - ამის შესახებ თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"აშშ გეგმავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდებას უახლოეს დღეებში და კვირებში", - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ახალი დახმარება შეიძლება მოიცავდეს HIMARS-ის დამატებით სარაკეტო სისტემებს.
მსგავსი
დღის გადაცემები