26.11.2024 | 07:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ-ში წლიური ინფლაცია 9.1%-მდე გაიზარდა, რაც 1981 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საწვავზე, სურსათსა და ქირაზე მზარდი ფასების ფონზე, აშშ-ში წლიური ინფლაცია 9.1%-მდე გაიზარდა, რაც 1981 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) მაისიდან ივნისამდე პერიოდში 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის განმავლობაში - 9.1%-მდე.

როგორც ეკონომისტები აცხადებენ, სამომხმარებლო ფასების ზრდა გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით არის გამოწვეული.

გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე ომმა, რამაც სურსათისა და საწვავის გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია, ასევე გააუარესა სიტუაცია.

დღის გადაცემები