დღის სიახლეები
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის გარკვეულ მონაკვეთზე 29 ივნისიდან მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე ბზარები, ძლიერი ქვისცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა აღინიშნება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანპორტის გადაადგილება თავისუფალია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი
დღის გადაცემები