დღის სიახლეები
ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ
ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ. სინგაპურში, კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა. ახალშობილებში ანტისხეულების რაოდენობა სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომელთა დედებსაც კორონავირუსი მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე აღმოაჩნდათ, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ. მეცნიერები აცხადებენ, რომ იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. კვლევამ, რომელშიც 16 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე უფროსი ასაკის ქალებში.
მსგავსი
დღის გადაცემები