დღის სიახლეები
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება [ვიდეო]
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაავრცელა. კორპუსის დემონტაჟისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ექსპერტიზამ მომიჯნავე საცხოვრებლებიც შეისწავლა. პირველადი დათვალიერებით კორპუსები მდგრადია და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჩატარდება განმეორებითი ექსპერტიზა. საცხოვრებელ კორპუსში რომლის დემონტაჟიც მალევე დაიწყება, 55 ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებლებში გაიყვანეს.
მსგავსი
დღის გადაცემები