ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო. დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვს. საქმეზე დაკავებულია ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები - მამა-შვილი სურმანიძეები. როგორც სურმანიძეების ადვოკატმა განმარტა, ექსპერტის დასკვნით, კორპუსი ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია, თუმცა პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა. სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა. სასამართლოსთან იმყოფებიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 - არასრულწლოვანი.
დღის სიახლეები
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები