დღის სიახლეები
ბელარუსის მილიციამ საპროტესტო აქციებზე "სიამაყის მარში" 586 ადამიანი დააკავა
ბელარუსის მილიციამ კვირას გამართულ საპროტესტო აქციებზე "სიამაყის მარში" 586 ადამიანი დააკავა. მინსკის გარდა დემონსტრანტები ბრესტში, ვიტებსკში, მოგილიოვში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში დააკავეს. სამართალდამცველებს დაკავებულთა რაოდენობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. "სიამაყის მარშის" მონაწილეები ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობას აპროტესტებდნენ. მათ წინააღმდეგ კვირას წყლის ჭავლები გამოიყენეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო მსვლელობა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მსგავსი
დღის გადაცემები