24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინების განლაგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას არ ეწინააღმდეგება

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"ბელარუს-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო სამართლის მკაცრად დაცვით. ბელარუსი მფრინავების მომზადება, თვითმფრინავების მოდერნიზაცია, აგრეთვე ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინების განლაგება, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემა, ისევე როგორც შესაბამისი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, არანაირად არ ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულების I და II მუხლების დებულებებს", - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, რესპუბლიკა იძულებულია უპასუხოს მეზობელ ქვეყნებში ნატოს შესაძლებლობების გაზრდას.

"პოლიტიკასა და ეკონომიკაში ცალმხრივ იძულებით ზომებს თან ახლავს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება მეზობელი ქვეყნების - ნატო-ს წევრების ტერიტორიაზე - ჩვენს საზღვრებთან ახლოს. ამ გარემოებების გათვალისწინებით და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - აცხადებენ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი განმარტებით, ბელარუსი დასავლეთის რეაქციას რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების გეგმასთან დაკავშირებით განიხილავს როგორც "პირდაპირ და უხეში ჩარევას დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რომელიც მიზნად ისახავს გეოპოლიტიკური კურსის შეცვლას და ბელარუსის შიდა პოლიტიკური სისტემის შეცვლას".

დღის გადაცემები