დღის სიახლეები
ბელარუსმა უკრაინის საზღვართან წვრთნები დაიწყო
ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ახლოს, გომელის ოლქში, სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, რომლებიც 1 ივლისამდე გაგრძელდება, - ამ ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.
"ყოველწლიური წვრთნები, ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც ჩატარდება. წვრთნების მიზანია დავალებების შესრულების დროს სამხედროების მზადყოფნა შეამოწმოს", - წერს გამოცემა.
როგორც ცნობილია, წვრთნებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ჩართვა იგეგმება.
მსგავსი
დღის გადაცემები