24.11.2024 | 21:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ბიბისი" - "რუსეთი თიშავს მთავარ გაზსადენს ევროპაში, ჯერჯერობით დროებით, თუმცა ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენის მუშაობა აღარ განახლდება"

დღეიდან რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. "გაზპრომი" "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით, 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდება და წინ ენერგეტიკული კრიზისი ელოდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, "გაზპრომი" სხვადასხვა მილსადენის საშუალებით, ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა განახევრდა. ივლისის დასაწყისში მიწოდებამ დღიურად უკვე 140 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

"ბიბისის" ცნობით, "თურქეთის ნაკადის" მილსადენზე გამოცხადებული პროფილაქტიკური სამუშაოების შემდეგ კი, მოცულობა 100 მილიონ კუბურ მეტრამდე დაეცა. ხოლო ახლა, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, რუსეთი ევროპას დღიურად მხოლოდ 75 მილიონი კუბური მეტრი აირის მიწოდებას ჰპირდება.

ამასთან, მედია წერს, რომ ევროკავშირი შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე, ახალი საგანგებო ზომებისა და გეგმის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

დღის გადაცემები