დღის სიახლეები
ბიზნეს კომპანიები რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ
"დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელმა საახალწლოდ ფასების ცვლილებებზე ისაუბრა. ივა ჭყონიას განმარტებით ფასების განსაკუთრებული ცვლილება მოსალოდნელი არ არის, თუმცა თებერვალში სავარაუდოდ, ლარი გაუფასურებას კვლავ გააგრძელებს, რაც მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ივა ჭყონიას თქმით, ლარის კურსის ცვლილება ფასებზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამიტომ ბიზნეს სექტორს სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს. როგორც ჭყონია აღნიშნავს, თუკი კომპანიებმა არსებული შეზღუდვების ფონზე, თუნდაც წინასაახალწლო პერიოდში პროდუქციის რეალიზება ვერ მოახდინეს, ეს მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რაც სამუშაო ადგილების დაკარგვასაც გამოიწვევს.
მსგავსი
დღის გადაცემები