დღის სიახლეები
ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას კვლავ ულტიმატუმს უყენებენ [ვიდეო]
შეზღუდვების შემსუბუქება ამ დროისთვის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესს ეხება, ისიც ნაწილობრივ. 15 თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ ღია ტიპის კვების ობიექტები განაახლებენ. დახურული რესტორნების, ფიტნეს-დარბაზების, გასართობი ცენტრების და სხვა დაწესებულებების შესახებ, საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, მომდევნო კვირაში იმსჯელებს. სწორედ ეს გახდა ბიზნეს სექტორის რიგ წარმომადგენელთა უკმაყოფილების მიზეზი. მართალია დაუმორჩილებლობის დაანონსებული დღე არ შედგა, მაგრამ ერთადერთი დაწესებულება, რომელიც 6 თებერვალს მაინც გაიხსნა გასართობი ცენტრია.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე ხელისუფლებას ახალ ულტიმატუმს უყენებს. თუკი 15 თებერვალს ღია სივრცეებთან ერთად, დახურული რესტორნებიც არ გაიხსნება, მუშაობას თვითნებურად დაიწყებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები