დღის სიახლეები
ბიუროს სხდომა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]
დღევანდელი ბიუროს სხდომა, ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მიზეზი პარლამენტში საშვთა გაცემის პროცედურა იყო. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში, 18 ივლისს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მათი განმარტებით, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საშვების გაცემა პარლამენტის პრესსამსახურის მიერ ხდება. აღნიშნული თემა ბიუროს სხდომაზე გაგრძელდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, საშვების გაცემის აღნიშნული ფორმა გააპროტესტეს.
მსგავსი
დღის გადაცემები