დღის სიახლეები
ბლინკენმა მერკელს განუცხადა, რომ ვაშინგტონი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგია [ვიდეო]
ვაშინგტონი რუსულ-გერმანული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს განუცხადა. ბლინკენსა და მერკელს შორის ბერლინში გამართული შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მერკელთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-გერმანიას შორის კარგ ურთიერთობებსაც. ბლინკენის თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს.
მსგავსი
დღის გადაცემები