დღის სიახლეები
ბოიკოტი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს [ვიდეო]
ბოიკოტი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს. ასე აპროტესტებენ მძღოლები საწვავის რეკორდულად მაღალ ფასებს. როდესაც ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების გზების ძიება საკუთარი ძალებით უწევს. საწვავის ფასის ზრდა ისედაც რთულ ეკონომიკურ ვუთარებაში სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად თავის მართლების რეჟიმში არიან და მაღალ ფასს საერთაშორისო ბაზარს უკავშირებენ.
პრობლემის გადაჭრის გზებს კობახიძის გუნდს დიდიხანია სთავაზობენ ეკონომისტები, თუმცა ქართული ოცნება არც სპეციალისების რეკომენტაციებს ითვალისწინებს და არც თვითონ ცდილობს რიმეს გამოსწორებას.
მსგავსი
დღის გადაცემები