დღის სიახლეები
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსისგან 295 პაციენტი განიკურნა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსისგან უკვე 295 პაციენტი განიკურნა. დღის განმავლობაში იმატა ინფიცირებულების რაოდენობამ, თუმცა ინფექციონისტები ეპიდვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მარინა ენდელაძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს ტესტირებები. მედიკოსის თქმით, დადასტურებული შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია და შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ეპიდვითარება ასევე შეაფასეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სიტუაცია მართვადია და მის გასაკონტროლებლად, სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი გააჩნია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირი 2 კვირის განმავლობაში კარანტინში მოთავსდება.
მსგავსი
დღის გადაცემები