ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა- ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აკეთებს.
ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა. დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.