ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში კოვიდ-19 ჯამში 211 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი წინა დღეებთან შედარებით იკლო. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით დღეის მონაცემებით ეპიდვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მარინა ენდელაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
გამოჯანმრთელებულთა მზარდი სტატისტიკა შეინიშნება აჭარაში. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან ინფიცირებული 174 პაცინეტი გამოჯანმრთელდა. აჭარის კოვიდ ცენტრებში ამჟამად 521 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. შავიზღვისპირეთში დასნებოვნებულთა უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, რის გამოც მკურნალობას 1000-ამდე პირი ბინაზე ექმიების მეთველყურეობის ქვეშ აგრძელებს.