24.11.2024 | 21:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონმა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოსტი დატოვა

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება.

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება.

BBС-ის ინფორმაციით, ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს.

ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2019 წლის ივლისში გახდა.

დღის გადაცემები