24.11.2024 | 19:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ბორჯომის" ქარხნებში მუშაობა პარალიზებულია
კომპანია "ბორჯომის" ქარხანაში დასაქმებულებმა უვადო და სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს, ქარხნებში მუშაობა შეწყდა. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ქალაქ ბორჯომში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 50 ადამიანი გაათავისუფლეს.
გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის ტერიტორიაზე შეკრება დღეს დილის ექვსი საათიდან დაიწყეს.
ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და ხელფასების 25%-ით ზრდას, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას, შანტაჟის ფაქტების აღმოფხვრას და თანამშრომლების დაშინებაში მონაწილეთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღის გადაცემები