დღის სიახლეები
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა, აქციას მართავენ [ვიდეო]
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა, აქციას მართავენ. ისინი ავტომობილებით ქალაქში მსვლელობას გეგმავენ და მაცხოვრებლებს ფართომასშტაბიან აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება - ისინი ხელფასების მატებას, დასვენების დღეებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე მთავრობას მიმართავენ. ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ინვესტორი მოიძიოს, რომელიც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები