დღის სიახლეები
"ბორჯღალოსნებმა" იტალიის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა. შეხვედრა ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 19:13 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა.
16 ივლისს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში, "აია არენაზე" პორტუგალიას უმასპნძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი
დღის გადაცემები