დღის სიახლეები
ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 წლის გოგონაცაა.
სან-სებასტიაოს მერის, ფელიპე ავგუსტოს განცხადებით, ქალაქში მეწყერის გამო 50 სახლი ჩამოინგრა.
სან-პაულოს შტატის 6 ქალაქში, სტიქიის გამო, 180-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამინდის პროგნოზის თანახმად, სან-პაულოს სანაპირო ზონაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება, რაც, სავარაუდოდ, სამაშველო ოპერაციებს გაართულებს.
მსგავსი
დღის გადაცემები