24.11.2024 | 19:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების "შეერთება" ოფიციალურად გამოაცხადოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 30 სექტემბერს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს და შესაძლოა, ეს მიმართვა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების ოფიციალურად გამოსაცხადებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება. რუსეთის ლიდერები, თითქმის დანამდვილებით, იმედოვნებენ, რომ შეერთებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლება და ეს კონფლიქტის პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს", - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ამ მისწრაფებას ძირს უთხრის ის, რომ რუსეთში გაიზარდა ინფორმირებულობა ბრძოლის ველზე ბოლო დროს განცდილი წარუმატებლობის შესახებ და ასევე უკმაყოფილება გასულ კვირას გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმები" დღეს სრულდება.

დღის გადაცემები