25.11.2024 | 00:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში- საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და მათი მხრიდან აღნიშნულზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს.

დღის გადაცემები