დღის სიახლეები
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - "ბულგარეთი უკრაინას მძიმე შეიარაღებას არ მიაწვდის"
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი უკრაინას მძიმე შეიარაღებას არ მიაწვდის.
"შეიარაღების საკითხზე ჩემი პასუხი იყო მოკლე და მკაფიო. უკრაინული მხარის მიერ მოთხოვნილი იყო მძიმე შეიარაღება. მე არ შემიძლია მძიმე შეიარაღების მიწოდება მანამ, სანამ მინისტრი ვარ და სანამ არ შეიცვლება პარლამენტის გადაწყვეტილება" - განაცხადა სტოიანოვმა.
მისი თქმით, ახლა კონფლიქტში ბულგარეთის ჩართვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა სიტუაციის ნებისმიერი ცვლილება შემაშფოთებელია.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები