27.11.2024 | 07:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, მუხის, იაკობის, ფარსმან ქველის, ჯაბიძის, ვეკუას, მწვანე, შულენბურგის, კერესელიძის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის, ჯავახეთის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, დავითაიას, უტიაშვილის, მუსხელიშვილის, სულაქველიძის, კვაჭანტირაძის, ალუბლების და მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ნარგიზის, ბეთანიის, განთიადის, ბზიფის, მარტყოფის, საინგილოს და თეძამის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლის, ქუთათელაძის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარგიანის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), ლეონიძის და ინგოროყვას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

დღის გადაცემები