დღის სიახლეები
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა 53-მა ადამიანმა დატოვა
ბორის ჯონსონის მთავრობა სამშაბათს საღამოდან 53-მა ადამიანმა დატოვა, - ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.
თანამდებობები დატოვეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის, ფინანსთა, იუსტიციის, ხაზინის, გარემოს დაცვის, დასაქმების მინისტრებმა, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიისა სახელმწიფო მდივნებმა და სხვ.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლების გადაწყვეტილება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი "არასათანადო" ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.
მსგავსი
დღის გადაცემები