ეკონომიკური დახმარების გარეშე ავღანეთი რამდენიმე თაობით უკან დაიწევს - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ასეთი გამაფრთხილებელი განცხადება ამ ქვეყანაში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა, დებორა ლაიონსმა გააკეთა. გაეროს სპეცწარმომადგენელის განცხადებით სრულიად გასაგებია პოზიცია თალიბანის ადმინისტრაციისთვის ფინანსებზე წვდომის გაყინვასთან დაკავშირებით, თუმცა შედეგად ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ფინანსური სახსრების გამოყოფისკენ მოუწოდებს. ავღანეთის ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ აშშ-მა, მსოფლიო ბანკმა და ევროკავშირმა ქვეყანაში პროექტების დაფინანსება შეწყვიტეს. ქაბულში ჰუმანიტარული დახმარებით პირველი თვითმფრინავები პაკისტანიდან, ყაზახეთიდან და ბაჰრეინიდან ჩაფრინდნენ
დღის სიახლეები
გაერო ავღანეთის გაყინული აქტივების განბლოკვის მოწოდებით გამოდის [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები